არასამთავრობო ორგანიზაცია - კავშირი
„პარტნიორები ჯანმრთელობისათვის“ (პჯ)

 

პროექტები


ა) გამოცდილება



პროექტები

დონორი/პარტნიორი ორგანიზაცია

წწ.

1. სასწავლო რესურს-ცენტრის შექმნა  და სამედიცინო ინფორმატიკის განვითარება ესსც-ში

ამერიკის საერთაშორისო  ჯანმრთელობის კავშირი (AIHA); ემორის უნივერსიტეტი; ატლანტა, აშშ

1996-2000

2. ჯანდაცვის საინფორმაციო ქსელის
მოდელი საქართველოსათვის (ჯანდაცვის რეგიონალური ცენტრების კომპიუტერული ქსელი)

ფონდი «ღია საზოგადოება - საქართველო»

1996-97

3. ტელემედიცინის და დისტანციური სამედიცინო განათლების მაღალი სიჩქარის უკაბელო ქსელის განვითარება საქართველოში სამხედრო მედიცინისა და გადაუდებელი მედიცინის განვითარების მიზნით

«პარტნიორობა მშვიდობისათვის» საინფორმაციო მართვის სისტემა (PIMS), ვაშინგტონი, აშშ

1999-2000

4. მონაწილეობა საერთაშორისო პროექტში «კოსმოსური ტექნოლოგიების გამოყენება ტელემედიცინისათვის» - ესსც-ის 4 თანამშრომლის მომზადება აშშ-ში მერილენდის უნივერსიტეტის ბაზაზე აღნიშნულ სფეროში

აღმოსავლეთ-დასავლეთის კოსმოსურ მეცნიერებათა ცენტრი, (EWSSC), მერილენდის უნივერსიტეტი (UMD); აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული სააგენტო ( NASA); ვაშინგტონი, აშშ

1999-
2001

5. სატელიტური დისტანციური სამედიცინო განათლების I პროგრამა ნაკადური ვიდეოსა და ტელეკონფერენციების გამოყენებით

საერთაშორისო სამედიცინო პროგრამები (IMP), ნიუ-იორკი;  «პარტნიორობა მშვიდობისათვის» ინფორმაციის მართვის სისტემა (PIMS), აშშ

2000-
2001

6. ISN I აღმასრულებელი კონფერენციის «საინფორმაციო ტექნოლოგიების პერსპექტივები კავკასიისათვის» თანაორგანიზება http://www.isn.ethz.ch/caucasus

საერთაშორისო ურთიერ-თობათა და უსაფრთხოების ქსელი International Relations and Security Network (ISN), ციურიხი,  შვეიცარია)

2001

7. საქართველოს ჯანდაცვის საზოგადოებრივი სექტორის სერვერის განახლება – ვებ-გვერდი: www.health.net.ge

ღია საზოგადოების ინსტიტუტი და «ღია საზოგადოება – საქართველოს ფონდი»

2001-2002

8. ტელემედიცინის და დისტანციური სწავლების სტრატეგიული გეგმის მომზადება; ტელემედიცინა და e-ჯანმრთელობა (საერთაშორისო სემინარის ჩატარება)

ჯანმო-ს ჯანმრთელობის ინტეგრირებული სამსახურების ცენტრი (ბარსელონა, ესპანეთი), ტელემედიცინის ნორვეგიული ცენტრი (ტრომსო, ნორვეგია)

2003

9. საავადმყოფოთა მართვის, საექთნო და ხარისხის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელება იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ კლინიკასა და  ღუდუშაურის სახ. ეროვნულ სამედიცინო ცენტრში

ამერიკის საერთაშორისო ჯანმრთელობის ალიანსი (AIHA) ; პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის (PfID) - ატლანტა-თბილისის პროგრამა; USAID 

2003-2006

10. საავადმყოფოთა მართვის და საექთნო წვრთნის პროგრამების განხორციელება საქართველოს სხვადასხვა საავადმყოფოთა პერსონალისათვის

ამერიკის საერთაშორისო ჯანმრთელობის ალიანსი (AIHA) ; პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის (PfID) - ატლანტა-თბილისის პროგრამა; USAID

2006-2007

11. საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის Curatio-ს ვებ-გვერდების www.curatiofoundation.org და www.curatioconsulting.com   განვითარება

საერთაშორისო ფონდ „კურაციო“ (CIF)

2006-2007

12. «შიდს-ის, ტუბერკულოზის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის ქართული პროექტების ინტელექტუალური ინტეგრაცია და ეფექტური მენეჯმენტი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით» - პორტალი www.gpic.org.ge

საქართველოში ჯანმრთელობის და სოციალური პროექტების განმახორციელებლი ცენტრი (GHSPIC)

2006-2008

13. თბილისის გადაუდებელი დახმარების სამსახურის 033 (ყოფილი 03) ვებ-პორტალის www.033.ge შექმნა და განვითარება.

გადაუდებელი დახმარების თბილისის ცენტრი

2007-
2008

14. «გადაუდებელი დახმარების თანამედროვე განყოფილების შექმნის ხელშეწყობა თბილისის აკად. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო (რესპუბლიკური) ჰოსპიტლის ბაზაზე»

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საერთაშორისო ორგანიზაცია „მსოფლიო სწავლება“ (World Learning), არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“ (PfID), ემორის უნივერსიტეტი (ატლანტა, ჯორჯია, აშშ)

2007

15. «საქართველოს გადაუდებელი დახმარების სისტემის განვითარება»

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ემორის უნივერსიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“ (PfID), (ატლანტა, ჯორჯია, აშშ)

2007-2009

16. «Econ@Tel - ტელეკომუნიკაციების ეკონომიკის COST ქსელი » - ევროპის საერთაშორისო კვლევების და ტრენინგების ქსელის შექმნა ტელეკომუნიკაციების მულტიპროფილური ეკონომიკური მოდელების კვლევების, ანალიზის, დაგეგმვის და განხორციელების მოსამზადებლად, დასახელებულ სფეროში საერთო ევროპული კომპეტენციის და კვლევებისა და განვითარების (R&D) ინიციატივების გამოსავლენად და მხარდასაჭერად - საინჟინრო, მედია, ბიზნესის და სოციალურ (მაგ.- ტელემედიცინის) სფეროში.

- პროექტი აერთიანებს 16 ევროპული ქვეყნის (აქედან საქართველოს გარდა ყველა ქვეყანა ევროკავშირის წევრია) 23 ორგანიზაციას. 

ევროკავშირის პროგრამა - ევროპული კოოპერაცია მეცნიერების და ტექნიკის კვლევის სფეროში  (European COoperation in the field of Scientific and Technical research – COST) http://www.cost.esf.org

2007-2011

17. ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის:
ა) ინსტიტუტის ვებ-პორტალის შექმნა და განვითარება.
ბ) ავადმყოფთა რეესტრის თანამედროვე ვებ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ავადმყოფობის ელექტრონული ისტორიის, ავადმყოფთა რეესტრის პლატფორმის და პროგრამული უზრუნველყოფის მომზადება.

ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ხელშეკრულება

2009-2010

18. მობილური ტელემედიცინის პილოტური პროექტი საქართველოს ჯანდაცვის სისტემისათვის. მობილური ტელემედიცინა 3G კომუნიკაციისა და უკაბელო დაშორებული სამონიტორო სამედიცინო მოწყობილობის გამოყენება ამბულატორიულ კარდიოლოგიურ და ნევროლოგიურ ავადმყოფებზე და საკონტროლო პირებზე (სპორტსმენებზე) დაკვირვების მიზნით. დიზაინი: ჰოლტერის ტიპის ეკგ ლუპ-რეკორდერი მასთან ბლუთუსით დაკავშირებული „ნოკია“-სიმბიან ტიპის მობილური ტელეფონი - სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (LRMA) მეშვეობით. შესწავლა: 30 პაციენტი არითმიით, 10 - ეპილეფსიითა და არითმიით და 5 საკონტროლო პირი.

ბიზნეს პარტნიორობის გრანტების პროგრამა (პროექტი #ბპგ 02/10) საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (GRDF) და საქართველოს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (GNSF) დაფინანსებით. ბიზნეს-პარტნიორი: შპს „მაგთიკომი“

2010

19.“გაიღვიძე და შეაჩერე C ჰეპატიტი!” – საზოგადოებრივი ინფორმირების, პროფესიონალთა ტრენინიგების, მედია ადვოკაციის და პაციენტთა აქტიური IT-მხარდაჭერის კამპანია C ჰეპატიტის მზარდი გამოწვევების საპასუხოდ (ა(ა)იპ ”შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი - საქართველო”-სთან ერთად). პროექტის მიზანი იყო საზოგადოებრივი ინფორმირების და განათლების დონის ამაღლება C ჰეპატიტის საფრთხის მხრივ და სხვადასახვა საინფორმაციო რესურსების (ვებ-გვერდი, ფეისბუქი, ბლოგინგი, რადიოინტერვიუები) გამოყენება ამ მიზნით. მომზადდა ჟურნალისტების მიერ დამუშავებული ადამიანური ისტორიები პაციენტებისა და მათი ახლობლების შესახებ, როგორ ცდილობდნენ ისინი დაავადების და მკურნალობის გვერდით ეფექტებთან გამკლავებას და სტიგმის გადალახვას. სპეციალური ვებ-პორტალი მომზადდა ამ მიზნისთვისს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზაციების თანამონაწილეობით

ფონდი «ღია საზოგადოება - საქართველო» 2011

20. COST IS1103: ADAPT – ევროპული ჯანმრთელობის სისტემების მისადაგება კულტურულ მრავალფეროვნებასთან ევროკავშირის ეს ქსელური პროექტი აერთიაანებდა 100 მეტ მეცნიერს ევროპისა და მსოფლიოს სხვა კონტინენტების 40-მდე ქვეყნიდან, რომელთა მიზანი იყო მიგრანტთა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად სწორი და ეფექტური პოლიტიკების აღმოჩენა და წარმოჩენა. ამ პროექტის ფარგლებში მოხდა მიგრანტთა ინტეგრირების ინდექსის (MIPEX) ჯანმრთელობის ვექტორის ჩამოყალიბება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად.

ევროკავშირის პროგრამა - ევროპული კოოპერაცია მეცნიერების და ტექნიკის კვლევის სფეროში (European COoperation in the field of Scientific and Technical research – COST) http://www.cost.eu/COST_Actions/isch/Actions/IS1103 2011-16

21. „ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის და პაციენტის უფლებების ამსახველი ქართული ვებ-გვერდების (www.healthrights.ge და www.hrh.ge) მხარდაჭერა და განახლება“

ფონდი «ღია საზოგადოება - საქართველო» 2012

22. „ელექტრონული ჯანმრთელობის რეგიონული ქსელის მოდელი (რეჯიქს) უნიმედი აჭარის ჰოსპიტალური სისტემისთვის“ პროექტის განმავლობაში შემუშავებულ იქნა ტელეკომუნიკაციის ჰიბრიდული ქსელური არქიტექტონიკა კომპანია ალდაგი BCI-ის მფლობელობაში მყოფი „უნიმედი აჭარის“ ჰოპიტალური ქსელის ელექტრონული ჯანმრთელობის სისტემისათვის.

ბიზნეს პარტნიორობის გრანტების პროგრამა (პროექტი #ბპგ 01/12) საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (GRDF) და საქართველოს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (GNSF) დაფინანსებით. ბიზნეს-პარტნიორები: შპს უნიმედი აჭარა (ალდაგი-BCI) და „მაგთიკომი“
პარტნიორი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელელომუნიკაციების დეპარტამენტი
2012-13

23. „გენეტიკური ფაქტორებისა და მარილის მოხმარების გავლენა არტერიულ წნევაზე საქართველოს ეთნიკურად ჰომოგენურ (სვანურ) პოპულაციაში”

უკრაინის სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრი (უსტც), შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი - პარტნიორი ორგანიზაციები - თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი და ა(ა)იპ „ჯანმრთელი ცხოვრება“ 2012-2013

24. „ნატრიუმის პროქსიმალური რეაბსორბცია და კარდიოტონური სტეროიდების როლი მარილმგრძნობიარეობის და მარილმგრძნობიარე ჰიპერტენზიის განვითარებაში”

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების პროგრამა პარტნიორი ორგანიზაცია - თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი 2012-2014

25. „ელ.-ჯანმრთელობის და მ-ჯანმრთელობის აპლიკაციები ტელედერმატოლოგიისათვის - სტრუქტურის ანალიზის ალგორითმის ორიგინალური პროგრამული უზრუნველყოფა დერმატოსკოპიაზე-დამყარებული დიაგნოსტიკისა და პაციენტთა მონიტორინგის მიზნით“

საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (GRDF) და საქართველოს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (GNSF) საგრანტო პროგრამა “იდეიდან ბაზრამდე”. ბიზნეს-პარტნიორი: დერმატოლოგიური კლინიკა შპს „მარჯანი“ 2014-15

26. ევროკავშირის ეს ქსელური პროექტი აერთიაანებს 60 მეტ მეცნიერს ევროპისა და მსოფლიოს სხვა კონტინენტების 30-მდე ქვეყნიდან

ევროკავშირის პროგრამა - ევროპული კოოპერაცია მეცნიერების და ტექნიკის კვლევის სფეროში http://www.interfasol.eu/ 2016-18