ისტორია
ორგანიზაცია დაარსდა 1992 წელს როგორც ატლანტა-თბილისის ჯანმრთელობის თანამშრომლობის პროგრამა - პროფ. კენ უოკერის (ემორის უნივერსიტეტი, ატლანტა, ჯორჯიის შტატი) და პროფ. არჩილ კობალაძის (თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო) მიერ.
პროგრამის ბაზაზე ბ-ნ ა. კობალაძის თაოსნობით 1999 წელს შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორები ჯანმრთელობისათვის“. ბ-ნ ა. კობალაძის გარდაცვალების შემდეგ, გამგეობის თავ-რედ არჩეული იქნა თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ზვიად კირტავა.
ატლანტა-თბილისის ჯანმრთელობის თანამშრომლობის პროგრამა და არასამთავრობო ორგანიზაცია ა(ა)იპ „პარტნიორები ჯანმრთელობისათვის“ მნიშვნელოვნად დაეხმარა საქართველოს მთავრობას ჯანდაცვის სექტორის რეფორმირების საქმეში ინსტიტუციონალური და პროგრამული განვითარების მხრივ.
ა(ა)იპ „პარტნიორები ჯანმრთელობისათვის“ რეგისტრაციის ნომერია 202218527 (2003 წ.).
მიღწევები
პროგრამის ფარგლებში შეიქმნა: გადაუდებელი დახმარების სამსახურის საწვრთნელი ცენტრი (1995); საქართველოს საექთნო ასოციაცია (1995 წ.) ეროვნული საინფორმაციო სასწავლო ცენტრი (ესსც - 1996); კატასტროფისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (1999); ქუთაისის ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი (1999); ნეონატოლოგიის ცენტრი ნეონატუსი (1999).
განხორციელდა საწვრთნელი პროგრამები და პროექტები:
-
საექთნო საქმეში (1995-2000, 2003-2009);
-
საზოგადოებრივ ჯანდაცვაში (1993-99);
-
ჯანდაცვის ადმინისტრირებაში (1993-96, 2003-2007)
-
სამედიცინო ინფორმატიკაში (1996-2001, 2003-დღემდე)
-
ელექტრონულ ჯანმრთელობაში (ტელემედიცინა და დისტანციური სწავლება (1999-დან დღემდე)
-
მომზადდა ექთან-ტრენერთა ჯგუფი (4 პირი), როგორც მომავალი საუნივერსიტეტო პროგრამის საფაკულტეტო ბირთვი ემორის უნივერსიტეტის პროგრამითა და აკრედიტაციით (2005 წელი მარტი-ივნისი, ატლანტა, აშშ)
-
მომზადდა ჯანდაცვის ადმინისტრირების ტრენერთა 5-კაციანი ჯგუფი ჯორჯიის სახ. უნივერსიტეტის ბაზაზე (2005 წლის აპრილი-ივლისი).
პირველად:
-
განხორციელდა სამედიცინო სრულტექსტური სტატიების მიღება ემორის უნივერსიტეტისა და ამერიკის სამხედრო მედიცინის უნივერსიტეტიდან (ეროვნული საინფორმაციო სასწავლო ცენტრის ბაზაზე, 1997-2000)
-
განხორციელდა «ინტერნეტის სამედიცინო დაიჯესტის» პუბლიკაცია ბეჭდვით და ელექტრონულ ფორმატში (ეროვნული საინფორმაციო სასწავლო ცენტრის ბაზაზე, 1997-2002)
-
მომზადდა ტელემედიცინის და დისტანციური სწავლების ეროვნული კონცეფცია (ეროვნული საინფორმაციო სასწავლო ცენტრის ბაზაზე, 1999 წ.), მოხერხდა 4 პროფესიონალის მომზადება ტელემედიცინის სფეროში მერილენდის უნივერსიტეტის ბაზაზე, აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური ტექნოლოგიების ნაციონალური სააგენტოს - NASA-ს დაფინანსებით;
-
მომზადდა და განხორციელდა ტელემედიცინის პრაქტიკული პროექტები ტელეკარდიოლოგიაში (ეროვნული საინფორმაციო სასწავლო ცენტრის ბაზაზე, 1999-2006 წწ., კავშირის ბაზაზე - 2007 წ-დან დღემდე);
-
განხორციელდა დისტანციური სწავლების პირველი საერთაშორისო - ქართულ-ამერიკული და უწყვეტი განათლების ადგილობრივი (2003 წ.) პროგრამები (ეროვნულ საინფორმაციო სასწავლო ცენტრის ბაზაზე);
-
განხორციელდა ჟურნალ «თანამედროვე მედიცინის» პუბლიკაცია ბეჭდვით და ელექტრონულ ფორმატში (ეროვნული საინფორმაციო სასწავლო ცენტრის ბაზაზე, 2002-2006)
-
მომზადდა სამედიცინო პრაქტიკის გაიდლაინების პროტოტიპი, რომელიც აღებულ და დამტკიცებულ იქნა უწყვეტი სამედიცინო განათლების სახ. საბჭოს მიერ ეროვნული გაიდლაინის მოდელად, აგრეთვე ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის და იაშვილისსახ. ბავშვთა ცენტრალური კლინიკის ბაზაზე მომზადდა კლინიკური პრაქტიკის 18 გაიდლაინი;
-
მომზადდა უწყვეტი სამედიცინო განათლების სალიცენზიო საბჭოს მიერ აკრედიტირებული პროგრამა „ჯანდაცვის სამსახურების მართვა" (#2005074), რომლითაც 2006-2007 წწ-ებში მომზადდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის 40-მდე მენეჯერი.
-
განხორციელდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ვებ-პორტალების განვითარება (1998-2002, 2003-2005, 2006-დღემდე)
-
მომზადდა #1 ქართული სამედიცინო და ჯანდაცვის პორტალი www.medportal.ge, რომელმაც 2006 წელს ეროვნული ვებ-გვერდების I ნაციონალურ კონკურსში I ადგილი დაიკავა.
-
კავშირი “პარტნიორები ჯანმრთელობისათვის” გახდა ევროკავშირისა და ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნებს გარეთ პირველი ორგანიზაცია, რომელიც 2006 წლიდან მონაწილეობს ევროკავშირის სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის COST პროგრამის ქსელურ პროექტებში Econ@Tel (IS0605 – 2006-2011), ADAPT (IS1103, 2011-2016, და InterFaSol (IS1311, 2016-2018).
-
საქართველოში პირველად განხორციელდა მობილური ჯანმრთელობის პროექტი - არითმიების მონიტორინგი მობილური ტელემედიცინის მეშვეობით (საგრანტო დაფინანსება აშშ სამოქალაქო კველევების და განვითარების ფონდისა და საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან, 2010 წ.), ასევე ელ. ჯანმრთელობის რეგიონალური ქსელის ჰიბრიდული ტელეკომუნიკაციის არქიტექტურის მოდელის შემუშავება „უნიმედი აჭარის“ ჰოსპიტალური სისტემის ბაზაზე. (საგრანტო დაფინანსება აშშ სამოქალაქო კველევების და განვითარების ფონდისა და საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან, 2012 წ.), 2013-14 და 2014-15 წლებში განხორციელდა კვლევები ტელეკარდიოლოგიასა და ტელედერმატოლოგიაში.
განხორციელდა საინტერესო საერთაშორისო სამეცნიერო კვლევები, რომლებმაც პრაქტიკული შედეგები მოიტანა:
-
იოდის და სხვა მიკროელემენტების დეფიციტის სფეროში (1994-1996);
-
ტუბერკულოზისა და შიდს-ის სფეროში (1996-დღემდე);
-
ინფექციის კონტროლის სფეროში (2002-2006);
-
სამედიცინო ინფორმტიკის და ელექტრონული სამედიცინო ისტორიების განვითარების სფეროში (2003-დან დღემდე);
-
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სფეროში (2003-2007);
-
ტელემედიცინის და დისტანციური სწავლების სფეროში (1999-დან დღემდე);
-
მობილური ჯანმრთელობის სფეროში (2010-დღემდე);
პროფ. უოკერს, მისი მრავალმხრივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა (2005 წ). ასევე ბ-ნ კენ უოკერსა და ბ-ნ ირაკლი სასანიას მიენიჭათ US AID-ის უმაღლესი ჯილდო - Senior Citation Award.
http://www.usaid.gov/locations/europe_eurasia/press/pub_rec/oca_ws.html.
ამჟამად კავშირი „პარტნიორები ჯანმრთელობისათვის" ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს ჯანდაცვის მართვის, საექთნო განათლების, ვებ-პროგრამირების/სამედიცინო ინფორმატიკის, ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემების, ელექტრონული და მობილური ჯანმრთელობის და თაობათაშორისი ოჯახური სოლიდარობის მიართულებით.
2016 წლიდან ორგანიზაციამ განიზრახა საქმიანობის განვრცობა სამეგრელო-სვანეთის რეგიონში და პროექტების მომზადება გარემოს დაცვის მიმართულებით.