არასამთავრობო ორგანიზაცია - კავშირი
„პარტნიორები ჯანმრთელობისათვის“ (პჯ)

 

მისია:

 

საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის  გაუმჯობესება ჯანდაცვის  მომსახურების 

ხარისხის ამაღლება

 

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დახმარება თანამედროვე მენეჯმენტის მოდელების რეალიზების, დასაბუთებული მედიცინის სტანდარტების, გაიდლაინების და პროტოკოლების, კლინიკური კვლევების დანერგვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების (ელექტრონული და მობილური ჯანმრთელობის) გამოყენების, დისტანციური განათლების და საინფორმაციო ქსელების ჩამოყალიბების და უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი პროექტებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის მეშვეობით - რათა შეიქმნას საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნილებათა სრულად დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სისტემა, რაც ახალ ათასწლეულში ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და  ზრდის აუცილებელი ბაზისი იქნება.

 

 

მიზნები:

 

ა(ა)იპ „პარტნიორები ჯანმრთელობისათვის" წარმოადგენს ატლანტა-თბილისის ჯანმრთელობის პარტნიორული ორგანიზაციის მემკვიდრეს და იყენებს ატლანტა-თბილისის პროგრამის ხანგრძლივი თანამშრომლობის (1992 წლიდან) განმავლობაში ჩამოყალიბებული ორგანიზაციებისა და სპეციალისტების ექსპერტიზას სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად, რომელთაც აერთიანებთ მისწრაფება ხელი შეუწყონ საქართველოში მოოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობისა და ხარისხის ამაღლებას. 

 

კავშირის სპეციფიური მიზნებია:

  • სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორ/საკონსულტაციო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ეფექტურად განხორციელების მიზნით;

  • ელექტრონული ჯანმრთელობის (ტელემედიცინისა და დისტანციური სამედიცინო სწავლების) და მობილური ჯანმრთელობის სფეროში სამეცნიერო კვლევების განხორციელება და პრაქტიკული განვითარება.

  • ჯანდაცვის და სოციალურ სექტორში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (მათ შორის - მობილური კომუნიკაციის) გამოყენების ასპექტების, ჯანდაცვის საინფორმაციო მართვის სისტემების, ელექტრონული სამედიცინო ისტორიებისა და დაავადებათა/სპეციალიზირებული ინტერნეტ-თავსებადი რეგისტრების სამეცნიერო კვლევა და პრაქტიკული განვითარება;

  • სამედიცინო ინფორმატიკის სფეროში ცოდნის და მიღწევების გავრცელება,  დასაბუთებული მედიცინის (EBM) პოპულარიზაცია, კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინების (CPG) და პროტოკოლების განვითარება, კლინიკური ფარმაკოლოგიის და თანამედროვე რანდომიზირებული კლინიკური კვლევების ხელშეწყობა და იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებას;

  • ჯანდაცვის და სოციალურ სექტორში საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ქსელური გადაწყვეტილებების სამეცნიერო კვლევა და განვითარება.

  • ახალი ტიპის  მაღალი სტანდარტების სამედიცინო, საექთნო და ჯანდაცვის მენეჯმენტის სწავლების ხელშეწყობა.

  • საავადმყოფო სისტემის რეფორმის ხელშეწყობა დაწესებულებების ზედა და საშუალო რგოლების მართვის, ფინანსური მენეჯმენტის სტრატეგიის, ხარისხის კონტროლის, უწყვეტი სამედიცინო განათლების, საავადმყოფოთა საინფორმაციო სისტემების და ქსელური კავშირების ფორმებისა და სტანდარტების გაუმჯობესების მეოხებით;

  • საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში სამეცნიერო კვლევებისა და პრაქტიკული პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით, იმ მიმართულებებით (გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ინფექციური პათოლოგიები, ტრავმატიზმი, თამბაქოს საწინააღმდეგო პროპაგანდა, ნარკომანია, აივ-ინფექცია/შიდსი, მალარია, C ჰეპატიტი და სხვ), ასევე გარემოს დაბინძურება და ეკოლოგიური საფრთხეები, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენენ.

  • მიგრაციის და ჯანმრთელობის საკითხების კვლევა საქართველოსა და ევროპაში.

  • ქართველი ჯანდაცვის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ტრენინგების, გაცვლის, სამეცნიერო და რეზიდენტურის პროექტების ხელშეწყობის მეშვეობით;

  • საგამომცემლო - ბეჭდვითი და ელექტრონული - საქმიანობა ჯამრთელობის და სოციალურ სფეროში (გაზეთები, ჟურნალები, ბროშურები, სატელევიზიო პროგრამები, ვებ-გვერდები და პორტალები), რომელიც მიმართული ზემოთდასახელებული სფეროებისა და ღონისძიებების განსახორციელებლად;

  • საზოგადოების და ჯანდაცვის პროფესიონალთა ურთიერთქმედების გაუმჯობესება ვებ-სერვერების, პორტალების და ინტერნეტში განთავსებული პაციენტთა და პროფესიონალთა ინტერესის სფეროში სარწმუნო წყაროების განვითარების და პოპულარიზაციის გზით, ასევე ჯანმრთელობის გაცნობიერების და მედია-ადვოკატირების პროექტების განხორციელების მეშვეობით.

  • ზემოთხსენებული სამეცნიერო კვლევების და პრაქტიკული პროექტების გაზიარების მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი შეხვედრების, სემინარების და კონფერენციების ორგანიზება და ხელშეწყობა, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის დაგეგმვა და განხორციელება ევროკავშირის და მსოფლიოს სამეცნიერო პროგრამებში მონაწილეობის მეშვეობით.